ᲥᲕᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲓᲠᲝᲡ ᲣᲫᲚᲔᲑᲡ
პირდაპირი იმპორტი, საკუთარი დამუშავების ბაზა და ორი შოურუმი - თბილისსა და ბათუმში.
ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲑᲐᲖᲐᲠᲖᲔ
STONE AGE ბუნებრივი და ხელოვნური ქვის იმპორტის, დამუშავებისა და მონტაჟის კომპანიაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგროვილ ბიზნესგამოცდილებას საქართველოში აგრძელებს. ამერიკულ ბაზარზე მიღებული ცოდნა, სამუშაო სტანდარტები და წარმოების მიდგომები ქართული ბაზრის საჭიროებებს მოვარგეთ და შევქმენით კომპანია, რომელიც აერთიანებს ხარისხიან მასალებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალურ მომსახურებას.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე შედარებით მცირე ხანია ვსაქმიანობთ, STONE AGE უკვე დარგის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდა. ჩვენი განვითარება ეფუძნება შესრულებული სამუშაოს ხარისხს, პასუხისმგებლობასა და მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობას.

200+
ᲥᲕᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲝᲑᲐ
4000+
ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ
2
ᲤᲘᲚᲘᲐᲚᲘ
100%
ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲐ
COANTE ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ
STONE AGE საქართველოში COANTE-ს ყველა ხაზის ერთადერთი ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენს პორტფელში წარმოდგენილია ARTEO LINE, ESSENCE LINE, KREARTE LINE და LUMINA LINE — მრავალფეროვანი კოლექციები განსხვავებული არქიტექტურული და ინტერიერის გადაწყვეტებისთვის.
ARTEO
LINE
ESSENCE
LINE
KREARTE
LINE
LUMINA
LINE
- ᲛᲐᲡᲐᲚᲔᲑᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲛᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲚᲘᲡᲒᲐᲜ
ქვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, უშუალოდ მწარმოებლებისგან შემოგვაქვს. პირდაპირი შესყიდვები საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ შუამავლების დამატებითი ხარჯები და მომხმარებელს საქართველოში ექსკლუზიური მასალები კონკურენტულ ფასად შევთავაზოთ. ჩვენს ასორტიმენტშია კვარცი, მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, პორსელანი, კერამოგრანიტი, კერამოგრანიტის ფილები, ონიქსი და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ქვის მასალები.
- კვარცი
- მარმარილო
- გრანიტი
- ტრავერტინი
- პორსელანი
- კერამოგრანიტი
- ონიქსი
- ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲐ
ᲘᲢᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ, ᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲡᲘᲖᲣᲡᲢᲔ
ჩვენი საწარმო აღჭურვილია თანამედროვე იტალიური დანადგარებითა და უახლესი ტექნოლოგიებით. წარმოებაში ვიყენებთ MANTA-სა და PRUSSIANI-ს ხუთღერძიან CNC დანადგარებს, GHINES GROUP-ის ქვის დამუშავების სისტემებსა და INGERSOLL-ის სამრეწველო აღჭურვილობას. ეს ტექნოლოგიური ბაზა გვაძლევს შესაძლებლობას, მაღალი სიზუსტით შევასრულოთ როგორც სტანდარტული, ისე რთული, ინდივიდუალური პროექტები და სრულად წარმოვაჩინოთ თითოეული მასალის ესთეტიკური და ფუნქციური შესაძლებლობები.
- MANTA
- PRUSSIANI
- GHINES GROUP
- INGERSOLL
- ᲒᲣᲜᲓᲘ
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲫᲐᲚᲐ
STONE AGE-ის მთავარი ძალა ჩვენი გუნდია. კომპანიაში მუშაობენ სპეციალისტები, რომელთა გამოცდილება ქვის დამუშავებისა და მონტაჟის სფეროში 10, 15, 20 და მეტ წელს მოიცავს. მათი პროფესიონალიზმი, მასალის ღრმა ცოდნა და დეტალებისადმი ყურადღება სამუშაოს ყველა ეტაპზე ხარისხის საფუძველია — მასალის შერჩევიდან და აზომვიდან დამუშავებამდე და საბოლოო მონტაჟამდე.
- მასალის შერჩევა
- აზომვა
- დამუშავება
- მონტაჟი
- ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲔᲑᲘ
ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠᲘ ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ
ვთანამშრომლობთ როგორც კერძო დამკვეთებთან და საცალო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, დეველოპერებსა და მსხვილ კომპანიებთან. ვასრულებთ როგორც ინდივიდუალურ შეკვეთებს, ისე მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ჩვენი გამოცდილება, საწარმოო შესაძლებლობები და პროფესიონალური გუნდი საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ სხვადასხვა სირთულის სამუშაოები და უზრუნველვყოთ შეთანხმებული მოთხოვნებისა და ვადების დაცვა.
- კერძო დამკვეთები
- არქიტექტორები და დიზაინერები
- დეველოპერები
- მსხვილი კომპანიები
ჩვენი მიზანია, საქართველოში ქვის შერჩევისა და დამუშავების მაღალი სტანდარტი დავამკვიდროთ და თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ მის იდეაზე, სივრცესა და საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტა.
STONE AGE — ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲘᲓᲔᲐ - ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲐ!
ᲝᲗᲮᲘ ᲛᲘᲖᲔᲖᲘ
ᲞᲠᲔᲛᲘᲣᲛ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘ
ექსკლუზიურად საქართველოში
ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ
5 წლიანი გარანტია
ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐ
100% სიზუსტე თანამედროვე დანადგარებით
ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ
თქვენს ხედვაზე მორგებული
ᲐᲜᲢᲘᲑᲐᲥᲢᲔᲠᲘᲣᲚᲘ ᲖᲔᲓᲐᲞᲘᲠᲘ
ჰიგიენური და უსაფრთხო, დაუკაწრავი
ᲔᲙᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲐᲓ ᲡᲣᲤᲗᲐ
ბუნებასთან თანხმობაში
ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲓᲐ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ
ორივე შოურუმში სრული ასორტიმენტია გამოფენილი. ვიზიტი წინასწარ ჩაწერას არ საჭიროებს.
ᲛᲝᲒᲕᲬᲔᲠᲔᲗ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
შეავსეთ ფორმა და ერთ სამუშაო დღეში დაგიკავშირდებით. თუ ჩქარა გჭირდებათ - დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ მესენჯერში.
ᲡᲬᲠᲐᲤᲘ ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘ

